სიახლეები
თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
თბილისში, სოფელ პატარა ლილოს მიმდებარედ, მოქალაქემ ავტომანქანიდან სამშენებლო ნარჩენები დაყარა.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგა შესაბამისი ოქმი.