სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
ქ.ბათუმის „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები აიცრნენ.
„პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაციას გადამწყვეტი როლი აქვს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების დროული ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან პატრულირებას ახდენენ და ყოველდღიურად შეხება არაერთ მოქალაქესთან აქვთ“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა.