საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

თიანეთის მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ რცხილას სახეობის 2 ერთეული ხე უკანონოდ მოჭრა და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა მის ტრანსპორტირებას. შედგა შესაბამისი ოქმები. ავტომანქანა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და ხერხი დაილუქა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 2 მ³-ზე მეტი წიწვოვანი სახეობის ფიცარი იყო განთავსებული.  მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი აქტი. ავტომანქანა და  მასზედ განთავსებული ფიცარი დაილუქა.

მცხეთის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 6 მ3 წიფლის სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი აქტი. ავტომანქანა დაილუქა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: