საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 2 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 7 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების, 1 კი - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლენილია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანას მიმდებარედ და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედის საგუშაგოზე. მოქალაქეებმა, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, ჯამში 6 კუბურ მეტრამდე შერეული სახეობის დახერხილი ხე-მასალის ტრანსპორტირება მოახდინეს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებია გამოვლენილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების გეზრულისა და თვალიეთის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების -  ცხამის, ლიჩისა და ჯრიის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარე ტყეებში. მოქალაქეებმა ჯამში უკანონოდ მოიპოვეს 3 ერთეული მუხის, 5 ერთეული აკაციის, 7 ერთეული თხმელას (მურყანი), 5 ერთეული რცხილისა და 1 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. მოქალაქემ, სოფელ ალავერდის მიმდებარე ტყეში უკანონოდ მოჭრა 7 ერთეული აკაციის, 1 ერთეული  კოპიტისა (იფანი) და 1 ერთეული ხურმის სახეობის ხე-მცენარე და მათი უკანონო, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირებაც მოახდინა.

ათივე ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწაროება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: