საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა უკანონო ალვის სახეობის 17 ერთეული მორი, კაკლის სახეობის 2 ერთეული მორი, ფიჭვის სახეობის 28 ერთეული მორი და აღურიცხავი ალვისა და ლაფანის სახეობების 8, 77 კუბური მეტრი შერეული მასალა.

ფაქტზე დაიწყო სამართალწარმოება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 47 ფაქტი გამოავლინეს. ამავე პერიოდში ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: