სიახლეები
კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 12 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 12 ფაქტი გამოავლინეს.
საგარეჯოს, თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სატყეო უბნებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს წიფლის, რცხილის, მუხისა და ჭალის მუხის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან დამზადებული, ჯამში დაახლოებით 25 კუბური მეტრი საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალას მიმდებარედ კი, მოქალაქეებმა, ჯამში 20 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მორის ტრანსპორტირება მოახდინეს. ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.