საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 2 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 2 კი - ხე-ტყის უკანონო მოპოვების.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების - კარაპეტისა და დარჩიძეების მიმდებარედ, მოქალაქეები, ჯამში 22 წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულისა და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდასახოს მიმდებარედ, სატყეო უბნენში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს, ორი ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: