სიახლეები
იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო-სვანეთში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო-სვანეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.
2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეებმა, ავტომანქანებიდან, დაახლოებით 2 კუბური მეტრი სამშენებლო ნარჩენი დაყარეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საავტომობილო გზის მიმდებარედ, მოქალაქემ დაყარა 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენი.
დაბა ლენტეხში კი, სამართალდამრღვევმა, ნარჩენის ღია წესით წვა მოახდინა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.