საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევისჭალის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს რცხილის სახეობის ხე-მცენარეები და მათგან, ჯამში, დაახლოებით 3,5 კუბური მეტრი საშეშე მერქანი დაამზადეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: