საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების მიმდებარედ, 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, უკანონოდ მოჭრა მიწის ნაყოფიერი ფენა და მისი ტრანსპორტირება მოახდინა.

ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შესაბამისი ნებართვის გარეშე მოხსნა-გადაადგილების ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის მიმდებარედაც. მოქალაქე, უკანონოდ მოჭრილი მიწის ფენის ტრანსპორტირებას ორი სატვირთო ავტომანქანით ახდენდა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი აქტები. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას მოჰყვება ისეთი ეკოლოგიური შედეგები, როგორიცაა ეკოსისტემის სტრუქტურის ცვლილება, ეროზიული/მეწყრული პროცესების გააქტიურება, ეკოსისტემის ნაყოფიერების დაცემა და სხვა. ერთი სანტიმეტრი სისქის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შექმნას, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების შემთხვევაში, 100-150 წელი სჭირდება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: