სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. სოფელ ფონას მიმდებარედ და მდინარე ხევგრძელაზე, მოქალაქეები, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ 6 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნისა და 13 ერთეული წიფლის სახეობის მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.