სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 16 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 16 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ქალაქ რუსთავში და მის მიმდებარედ, ასევე მარნეულის, წალკის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.
სამართალდარღვევებიდან 4 არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენის ღია წესით წვის ფაქტია. 12 კი - ნარჩენებით (მათ შორის, პლასტმასის ნარჩენებით, ავტომობილის საბურავებით, სიგარეტის ნამწვით, მუნიციპალური და სამშენებლო ნარჩენებით) გარემოს დაბინძურების ფაქტი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.