საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ იაკობაურში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში, სპეციალურად მოწყობილ ფიცრულ შენობაში ჰქონდა განთავსებული.

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 47 ფაქტი გამოავლინეს. ამავე პერიოდში ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: