საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი გამოავლინეს.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხამის, კორბოულის, ღოდორის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბერეთისასა და გეზრულის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წაქვისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ჩორდის მიმდებარე ტყეებში.

მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 9 ერთეული წიფლის, 2 ერთეული რცხილის, 3 ერთეული თხმელის (მურყანი), 3 ერთეული მუხისა და 2 ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარე.

ათივე ფაქტზე დაიწყო საქმისწაროება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: