სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ოთხივე სამართალდარღვევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძირულაზეა გამოვლენილი. 2 მოქალაქე თევზჭერას ანკესზე დამაგრებული ბადით, ე.წ. პარაშუტით ახდენდა. 2 მოქალაქე კი, თევზჭერის დროს, სასროლ ბადეებს იყენებდა, რომელთა თვლის დიამეტრი კანონმდებლობით დაშვებულ ნორმას არ შეესაბამებოდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.