სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 5 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქეებმა 2 მ3-ზე მეტი წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოჭრეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 3 მ3 წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმის მიმდებარედ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქემ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოჭრა 3 მ3 წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი.
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებშია გადაგზავნილი.