სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის, წალკის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 15 მ3-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 9 ოქმი.
თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო ჭრის 3 და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 1 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.