საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე  ალაზანზე, მოქალაქე  ელექტროშოკური აპარატისა და ე.წ. ჩოგან  ბადის გამოყენებით  ახდენდა  უკანონო თევზჭერას და სხვადასხვა სახეობის 0,5 კგ. თევზი ჰქონდა მოპოვებული.

 ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე  ალაზანზე, მოქალაქე  ელექტროშოკური აპარატისა და ე.წ. ჩოგან  ბადის გამოყენებით  ახდენდა  უკანონო თევზჭერას და სხვადასხვა სახეობის 1 კგ. თევზი ჰქონდა მოპოვებული.

თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე  ალაზანზე,  მოქალაქე ანკესზე გამობმული ე.წ. სახლართი ბადით ახდენდა უკანონო თევზჭერას და სხვადასხვა სახეობის 100 გრამი თევზი ჰქონდა მოპოვებული.

ვინაიდან, ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: