საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

თბილისში უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.

თბილისის ზღვაზე გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ამოღებულია 5 ერთეული, ჯამში 600 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ,  ამოღებულია 30 მ სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.

შედგა შესაბამისი აქტები.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: