საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ ხელედში, მოქალაქეს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 8 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის დაფირნიშებული სამასალე მორი და დაახლოებით 3 კუბური მეტრი დახერხილი მასალა, რომელიც არ არის ასახული სახერხი საამქროს ელექტრონულ ჟურნალში.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი აქტი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: