საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მიტარბის მიმდებარედ, შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1.5 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

ადიგენის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ  უკანონოდ მოიპოვა და ტრანსპორტირება გაუწია წიწვოვანი სახეობის 3,2 მ3 და ფოთლოვანი სახეობის 0,8 მ3 ერთ მეტრამდე დაჭრილ  საშეშე მერქანს.

ფაქტებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. საქმეების მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: