საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მიტარბის ტერიტორიაზე, ტყის ბუდეში, მოქალაქემ 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე მოჭრა.

ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: