სიახლეები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ხონის მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ, სატვირთო ავტოსატრანსპო საშუალებით, უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 4 კუბური მეტრი თხმელის (მურყანი) სახეობის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა.
სატვირთო ავტომობილი დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.