საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის მიმდებარედ, მოქალაქემ ავტომანქანიდან სამშენებლო ნარჩენებით მოახდინა ტერიტორიის დაბინძურება.

შედგა შესაბამისი ოქმი. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: