სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის მიმართულებით პრევენციული ღონისძიება გაატარეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის მიმდებარედ, 1 ერთეული ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს და დალუქეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.