სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტიდან მცხეთის მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ პირველადი გადამუშავების პროდუქტის - 1,3 მ3 ძელაკისა და 0,9 მ3 ფიცრის უკანონო ტრანსპორტირება, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა.
შედგა შესაბამისი აქტი. ავტომანქანა დაილუქა.