საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. 

ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სოფელ იორმუღანლოში მოქალაქემ უკანონოდ დაამზადა და ტრანსპორტირება გაუწია 2 კუბურ მეტრ წიფლის სახეობის საშეშე მერქანს. სოფელ ნინოწმინდაში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა მუხის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 1 კუბური მეტრი საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: