სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ადიგენის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ, სოფელ კახარეთის მიმდებარედ უკანონო მოჭრა ფიჭვის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 1,50 კუბური მეტრი საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.