სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
სამივე სამართალდარღვევა ქალაქ ბათუმშია გამოვლენილი. მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან, მოქალაქეებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში 390 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში).
სამივე სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.