საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.

მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ახსნა-განმარტების საფუძველზე გადამოწმდა ჭრის ადგილი, შედგა შესაბამისი აქტები. ავტომანქანა დაილუქა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: