საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გორის მუნიციპალიტეტში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში გადამოწმებულ რეგისტრირებულ სახერხ საამქროებში წიწვოვანი სახეობის მორები იყო განთავსებული, რომელიც არ იყო ასახული ელექტრონულ ჟურნალში.

შედგა შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: