საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

ხონში მოქალაქე 5 კუბური მეტრი რცხილისა და 2 კუბური მეტრი წიფლის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ისე ახდენდა, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში მხოლოდ წიფლის სახეობის საშეშე მერქნის შესახებ  ჰქონდა ინფორმაცია გაწერილი.

ზესტაფონში სამართალდამრღვევმა 2 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარის მიმდებარედ მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა წიფლის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 1,5 კუბური მეტრი საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 2 ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 17 ბოძის ტრანსპორტირებას ახდენდა.

ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: