საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის, ანდეზიტის, ტიმოთესა და დაბა ბაკურიანის მიმდებარე სატყეო უბნებში. მოქალაქეებმა, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 14 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: