საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია აჭარაში. შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, ჯამში 10 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: