სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მიმდებარედ, მდინარე მაშავერაზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის მიმდებარედ, მდინარე ხრამზე, მოქალაქეები თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ბადის საშუალებით ახდენდნენ.
თევზჭერის უკანონო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.