სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნახშირის უკანონო გამოწვას კუსტარულად მოწყობილ ნახშირის გამოსაწვავ ორმოებში (სანახშირეები) ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.