სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის მიმდებარედ მოქალაქეებმა სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორები) გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 25 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდარღვევებზე დაიწყო საქმისწარმოება. #გარემოსდაცვა2021 #გზდ2021