საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, მოქალაქე, უკანონოდ დამზადებული 0,7 კუბური მეტრი მოცულობის მუხის სახეობისა და 0,5 კუბური მეტრი მოცულობის რცხილის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში კი, მოქალაქემ 3,5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: