საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 2 ფაქტი კი - რაჭაში. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვა 3 ერთეული წიფლისა და 1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 4 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში, ბაბოთის მიმდებარე ტყეში, მოქალაქეებმა, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვეს ჯამში 16 ერთეული მურყნის (თხმელა) სახეობის ხე-მცენარე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის მიმდებარე ტყეში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს. ჯამში 6 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე. ჯამში ამოღებულია 30 ერთეული სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: