საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სამსახურები

ეკონომიკური სამსახური

ეკონომიკური სამსახურის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება; 

ბ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

გ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;

დ) საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა (ორგანიზება) კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ვ) ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა/განხორციელება/ანგარიშგება;

თ) დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;

ი) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 

შემოგვიერთდით: