საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სამსახურები

სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური

სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი და ამ მიზნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის შესაბამისი ელექტრონული სისტემების გამოყენება;

ბ) ვიზუალური გამონაბოლქვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმების ჩატარების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური გამზომი საშუალებების გამოყენებით ან/და ორგანოლეპტიკური შემოწმების მეთოდით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების გატარება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დადგენილების გამოტანა;

ვ) სამართალდამრღვევისათვის საურავის დაკისრება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

თ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“.

 

შემოგვიერთდით: