საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სამსახურები

ადმინისტრაცია

ადმინისტრაციის ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
გ) დადგენილი წესით დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
დ) დეპარტამენტის საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა (ორგანიზება) კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) დეპარტამენტის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ვ) დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, მათი განხორციელება და ანგარიშგება;
თ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დადგენილი წესით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ი) დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
კ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;
ნ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და კონტროლი;
ო) საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;
პ) უწყებრივი საარქივო საქმიანობის წარმოება;
ჟ) საკადრო საქმიანობის წარმოება;
რ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ს) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;
ტ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება;
უ) დეპარტამენტის უფროსის თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების შედგენა, თათბირის სხდომების გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
შემოგვიერთდით: