სამსახურები
გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური
გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ამოცანებია:ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ბ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
დ) წიაღის უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ე) ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის (ნიადაგის) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ვ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა);
ზ) საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გარემოს დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
თ) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შემოწმება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;
კ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.