საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სამსახურები

ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახური

ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ამოცანებია:
ა) ბიომრავალფეროვნების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (მათ შორის, ტყით სარგებლობის გენერალური, ხე-ტყის დამზადების სპეციალური, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის და თევზჭერის ლიცენზიის, ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და  ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობით, მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობის, მათი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის, ასევე, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში და მერქნული და არამერქნული რესურსების სარგებლობის სახელმწიფო კონტროლი);
ბ) ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის განხილვა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, არამერქნული სახეობის მცენარეებით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით, მერქნული მცენარეთა პროდუქტებით უკანონოდ სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ვ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
შემოგვიერთდით: