საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სამსახურები

შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახური

შიდა სამსახურებრივი კონტროლის  სამსახურის ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის კუთვნილი ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი;

ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დისციპლინის, კანონიერებისა და დეპარტამენტის საკუთრების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით ვიდეოთვალთვალის მეშვეობით), ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების ან სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა, მოქალაქეებისთვის (ნებაყოფლობით საფუძვლებზე) და დეპარტამენტის თანამშრომელთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ასევე მათგან ინფორმაციის მიღება;

გ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა;

დ) დეპარტამენტის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენა;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს რეკომენდაცია/კონსულტაცია დეპარტამენტის თანამშრომელთაგან;

ვ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლისაგან საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;

ზ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზე დეპარტამენტის უფროსს საქმის მასალებან ერთად წარუდგინოს დასკვნა მათ მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

თ) დეპარტამენტის თანამშრომელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოამზადოს საქმის მასალები, დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად;

ი) დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით განსაზღვრული დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით გათვალისწინებული პატრულირების ან/და ინსპექტირების პროცესში სავალდებულოდ შესადგენი დოკუმენტების შედგენაზე სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური და ფინანსური რესურსების დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა;

ლ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და ანალიზი. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისის არსებობის ფაქტების გამოვლენა და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება;

მ) კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მათი ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა;

ნ) მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის შესწავლა, გაანალიზება და შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით დეპარტამენტის უფროსისთვის დასკვნების წარდგენა;

ო) დეპარტამენტის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-X თავით;

პ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

 
შემოგვიერთდით: